თბილისის მწვანე სკოლა
მისამართი: დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, თბილისი
დაარსების წელი: 2011
სკოლა განთავსებულია საკუთარ შენობაში. ორ ფლიგელში: პირველი - საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის, მეორე - დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის.
სკოლის ტერიტორია დაცულია;
სკოლა დაკომპლექტებულია კვალიფიციური პედაგოგიური კადრებით, რომელთაგან 4 სერთიფიცირებულია.
სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით;
სკოლაში ფუნქციონირებს 7 საგნობრივი კათედრა:
მშობლიური ენისა და ლიტერატურის;
საზოგადოებრივ მეცნიერებათა;
უცხო ენის;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის
დაწყებითი კლასების
მათემატიკის
დამატებით ისწავლება:
კავკასიოლოგია
მსოფლიო ლიტერატურის ისტორია
ჭადრაკი
მსოფლიოს ხალხთა ცეკვები (I-III კლასებში)
სკოლაში ისწავლება უცხო ენები:
ინგლისური
გერმანული
ფრანგული
რუსული
სკოლას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სპორტული დარბაზი, გასახდელებითა და საშხაპეებით. ჩოგბურთის კორტი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები
ტარდება სპორტული მეცადინეობები. (მაგიდის ჩოგბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი და სხვა)
თბილისის სკოლას გააჩნია უახლესი მოწყობილობებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო კაბინეტი
ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომლის წიგნების ფონდი შეადგენს 6000-ზე მეტს, აღჭურვილი კომპიუტერული ტექნიკით
სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს მანდატურისა და დაცვის სამსახური, სკოლის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 80 უსაფრთხოების კამერა, ამათგან 16-ს აქვს დღისა და ღამის ხედვის ფუნქცია და აკონტროლებს შენობის გარე პერიმეტრს, კამერები გათვალისწინებულია დერეფნებსა და ყველა საკლასო ოთახში.
მოსწავლეებს ემსახურება პედიატრი.
სკოლას აქვს
• სკოლას აქვს 30-მდე კომპიუტერი, 2 პროექტორი და Smart Board-ის ინტერაქტიული დაფა.
პირველ კლასელთათვის შეძენილი გვაქვს ნეთბუქები.
სასკოლო ვებ–გვერდის მეშვეობით მშობელს საშუალება აქვს მუდმივი კავშირი ჰქონდეს სკოლასთან.
სკოლას აქვს 150-ადგილიანი სასადილო.
მოსწავლლებსა და პედაგოგებს ემსახურება სკოლის სატრანსპორტო საშუალებები;
კლასში არის არაუმეტეს 16 მოსწავლისა;
მე-12 კლასელთათვის შემუშავებულაი დამატებითი მეცადინეობების სპეციალური პროგრამა.